იფიქრე,
როგორც ექიმმა

ყველაფერი ერთ სივრცეში, რაც სწავლისთვის გჭირდება


ClinIQ ერთ სივრცეში აერთიანებს სასწავლო მასალებს, ცოდნის გამეორებას, ტესტირებას, კლინიკურ შემთხვევებზე მუშაობას, პროგრესის ანალიზსა და სწავლის დაგეგმვას - რათა ისწავლო შენთვის მოსახერხებელი ტემპით და ეტაპობრივად განივითარო კლინიკური აზროვნება.

ClinIQ - ისწავლე, გაიაზრე, ივარჯიშე, გაანალიზე, დაგეგმე, შექმენი, განვითარდი

ისწავლე

გაიაზრე

ივარჯიშე

გაანალიზე

დაგეგმე

შექმენი

განვითარდი

რატომ ClinIQ?


სამედიცინო განათლება დიდი მოცულობის ინფორმაციის მიღებას, გააზრებასა და ერთმანეთთან დაკავშირებას მოითხოვს. ClinIQ შექმნილია იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო სტრუქტურირებული, პრაქტიკული და მარტივად სამართავი გახდეს.

სასწავლო კურსები

შემუშავების ეტაპზეა

ისწავლე კლინიკურად მნიშვნელოვანი თემები სტრუქტურირებულად და თანმიმდევრულად - სანდო საერთაშორისო წყაროებზე, თანამედროვე გაიდლაინებსა და პრაქტიკულ მიდგომებზე დაფუძნებული მასალებით.

სწავლის დამგეგმავი

დაგეგმე სწავლა შენი მიზნის, ხელმისაწვდომი დროისა და მოსამზადებელი მასალის მოცულობის მიხედვით.

ტესტირება

ტესტირება

შეამოწმე ცოდნა თემატურ და კლინიკურ კითხვებზე მუშაობით, მიიღე სწორი და არასწორი პასუხების დეტალური განმარტებები.

ფლეშქარდები

მალე

მიღებული ცოდნის გასამყარებლად გაიმეორე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწრაფად და სისტემურად.

ჩანაწერები

სწავლის პროცესში შეინახე საკუთარი ჩანაწერები და მარტივად დაუბრუნდი მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პროგრესის ანალიზი

პროგრესის ანალიზი

ნახე შედეგები სპეციალობებისა და კომპეტენციების მიხედვით, გამოავლინე ძლიერი მხარეები და ის საკითხები, რომლებზეც მეტი მუშაობა გჭირდება.

პერსონალური დეშბორდი

პერსონალური დეშბორდი

მართე სწავლის პროცესი ერთი სივრციდან - აკონტროლე აქტივობა, პროგრესი, კურსები და დაგეგმილი სასწავლო ნაბიჯები.

ClinIQ გთავაზობთ:

დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება

დაამუშავე დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ივარჯიშე შესაბამის კითხვებზე, დეტალური განმარტებებისა და პროგრესის ანალიზის დახმარებით გაიღრმავე ცოდნა და გამოავლინე მიმართულებები, რომლებზეც მეტი მუშაობა გჭირდება.

სიმულაციური ტესტირება

შეამოწმე საკუთარი მზადყოფნა გამოცდის ფორმატთან მიახლოებულ გარემოში - დროის ლიმიტით, შერეული კითხვებით და შედეგების შემდგომი ანალიზით.

შემუშავების ეტაპზეა

საბაკალავრო განათლება

დაემატება ClinIQ-ის განვითარების შემდეგ ეტაპზე

როგორ იქმნება ClinIQ-ის სასწავლო რესურსები?


ClinIQ-ის სასწავლო რესურსები იქმნება მრავალეტაპიანი პროცესით, რომელიც აერთიანებს სანდო სამედიცინო ინფორმაციის მოძიებას, მის გააზრებულ დამუშავებას, სტრუქტურირებასა და ხარისხის კონტროლს.

01

სანდო წყაროების შერჩევა

ინფორმაცია ეფუძნება აქტუალურ საერთაშორისო სამედიცინო ლიტერატურას, პროფესიული ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და კლინიკურ გაიდლაინებს.

02

ინფორმაციის შერჩევა და სინთეზი

სხვადასხვა წყაროდან გამოიყოფა კლინიკურად მნიშვნელოვანი და პრაქტიკაში გამოსადეგი ინფორმაცია, ხდება მისი შეჯერება და ერთიან, თანმიმდევრულ შინაარსად ჩამოყალიბება.

03

სტრუქტურირება და სასწავლო ფორმატში დამუშავება

ინფორმაცია ორგანიზდება სპეციალობებისა და კომპეტენციების მიხედვით და მუშავდება შესაბამის სასწავლო ფორმატში.

04

სამედიცინო და რედაქციული ვალიდაცია

მოწმდება ინფორმაციის სამედიცინო სიზუსტე, აქტუალობა და კლინიკური შესაბამისობა, ასევე ტექსტის სიცხადე, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და თარგმანის სიზუსტე.

05

გამოქვეყნება და განახლება

ხარისხის უზრუნველყოფის ეტაპის გავლის შემდეგ მასალა ქვეყნდება ClinIQ-ის პლატფორმაზე და საჭიროების შემთხვევაში ახლდება ახალი მტკიცებულებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად.

დაიწყე სწავლა ClinIQ-თან ერთად

ახალი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 3-დღიანი უფასო საცდელი პერიოდი - საბანკო ბარათის დამატების გარეშე

Scroll to Top