როგორ შეიქმნა ClinIQ
ClinIQ-ის შექმნის იდეა სამედიცინო საგანმანათლებლო სივრცეში არსებული გამოწვევების საპასუხოდ გაჩნდა. სტუდენტების სასწავლო გამოცდილებაზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ და მათი საჭიროებების შესწავლამ აჩვენა, რომ სამედიცინო განათლებაში ხშირად ჭარბობს თეორიული ინფორმაციის დამახსოვრებაზე ორიენტირებული სწავლა, მაშინ როდესაც მიღებული ცოდნის გააზრებისა და პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა შედარებით ნაკლებია.
მედიცინის სწავლა კი ბევრად მეტია, ვიდრე დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრება. ექიმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაანალიზების, ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირების, კლინიკური სიტუაციის შეფასებისა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების უნარი. სწორედ ამ უნარების განვითარება გახდა ClinIQ-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.

ClinIQ შექმნილია სამედიცინო სფეროს პროფესიონალების მიერ, სპეციალურად მედიცინის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სტრუქტურირებული სასწავლო გარემო, რომელიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ეხმარება დამოუკიდებლად მართონ სწავლის პროცესი, აღმოაჩინონ ცოდნის ხარვეზები, გააანალიზონ საკუთარი პროგრესი და უკეთ მოემზადონ მიღებული ცოდნის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებისთვის.

მისია
ClinIQ-ის მისიაა მედიცინის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დანერგოს სამედიცინო განათლების მაღალი სტანდარტი, გაუღრმავოს მათ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი და კრიტიკული აზროვნების განვითარებით მოამზადოს ისინი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

ხედვა
ClinIQ-ის ხედვაა შექმნას სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც აერთიანებს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დამყარებულ ცოდნას, აყალიბებს მაღალ პროფესიონალიზმს და ხელს უწყობს უწყვეტი, დამოუკიდებელი განვითარების კულტურის დამკვიდრებას.
ღირებულებები
პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავს ClinIQ-ის სასწავლო გამოცდილებას
01
აკადემიური სანდოობა
ClinIQ-ის სივრცეში არსებული მასალა ეყრდნობა თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო ცოდნას, რაც უზრუნველყოფს სტუდენტისა და კურსდამთავრებულის მომზადებას უმაღლესი აკადემიური და პროფესიული სტანდარტებით.
02
თეორიიდან კლინიკურ რეალობამდე
ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნა ნამდვილ ღირებულებას პრაქტიკაში გამოყენებისას იძენს. ClinIQ-ის სივრცეში არსებული სავარჯიშოები მიზნად ისახავს კლინიკური აზროვნების განვითარებას და სტუდენტის მომზადებას რეალური, დასაბუთებული საექიმო გადაწყვეტილებების მისაღებად.
03
ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლა
თითოეულ ჩვენგანს სწავლის ინდივიდუალური ტემპი, საჭიროებები და მიზნები გვაქვს. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მომხმარებელს შეუძლია დამოუკიდებლად დაგეგმოს სწავლა და ყურადღება გაამახვილოს იმ მიმართულებებზე, რომლებშიც მეტი განვითარება სჭირდება.
04
უკუკავშირით გააზრებული პროგრესი
ჩვენ გვჯერა, რომ თითოეული შეცდომა სწავლის შესაძლებლობაა. ClinIQ-ის განმარტებები და ანალიტიკური უკუკავშირი მომხმარებელს ეხმარება გაიაზროს შეცდომები, აღმოაჩინოს ცოდნის ხარვეზები და მიზანმიმართულად გააუმჯობესოს შედეგები.
05
დამოუკიდებელი და უწყვეტი განვითარება
მედიცინაში სწავლა არასდროს სრულდება. ClinIQ ხელს უწყობს დამოუკიდებელი და უწყვეტი განვითარების კულტურის ჩამოყალიბებას, საკუთარი პროგრესის გააზრებასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებლობის აღებას.
როგორ ვინარჩუნებთ და ვაუმჯობესებთ ხარისხს?
ClinIQ-ისთვის ხარისხი ნიშნავს სანდო, აქტუალური და სასწავლო მიზნებთან შესაბამისი რესურსების შექმნას და მათ მუდმივ განვითარებას. ამისთვის ვიყენებთ ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების PDCA (Plan, Do, Check, Act) პრინციპს, რომელიც აერთიანებს დაგეგმვის, განხორციელების, შეფასებისა და გაუმჯობესების ეტაპებს:

რესურსის შექმნამდე განვსაზღვრავთ მის სასწავლო მიზანს, სამიზნე აუდიტორიას, სწავლების დონეს, შესაბამის სპეციალობასა და კომპეტენციებს.
შერჩეულ ინფორმაციას ვაკავშირებთ და ვაწყობთ სწავლისთვის ლოგიკური თანმიმდევრობით. მასალა მუშავდება შესაბამის სასწავლო ფორმატში და ადაპტირდება ქართულენოვანი სასწავლო გარემოსთვის.
გამოქვეყნებამდე ვამოწმებთ მასალის სამედიცინო სიზუსტესა და აქტუალობას. გამოქვეყნების შემდეგ მომხმარებელთა უკუკავშირი და სწავლის შედეგების ანალიზი გვეხმარება გამოვავლინოთ საკითხები, რომლებიც დამატებით გადამოწმებას საჭიროებს.
შეფასების შედეგების მიხედვით ვასწორებთ, ვაახლებთ ან დამატებით ვამოწმებთ სასწავლო რესურსებს. ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებისა და კლინიკური რეკომენდაციების ცვლილებები ასევე წარმოადგენს მასალის გადახედვის საფუძველს.
01
დაგეგმვა
PLAN
რესურსის შექმნამდე განვსაზღვრავთ მის სასწავლო მიზანს, სამიზნე აუდიტორიას, სწავლების დონეს, შესაბამის სპეციალობასა და კომპეტენციებს.
04
გაუმჯობესება
ACT
შეფასების შედეგების მიხედვით ვასწორებთ, ვაახლებთ ან დამატებით ვამოწმებთ სასწავლო რესურსებს. ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებისა და კლინიკური რეკომენდაციების ცვლილებები ასევე წარმოადგენს მასალის გადახედვის საფუძველს.
02
განხორციელება
DO
შერჩეულ ინფორმაციას ვაკავშირებთ და ვაწყობთ სწავლისთვის ლოგიკური თანმიმდევრობით. მასალა მუშავდება შესაბამის სასწავლო ფორმატში და ადაპტირდება ქართულენოვანი სასწავლო გარემოსთვის.
03
შეფასება
CHECK
გამოქვეყნებამდე ვამოწმებთ მასალის სამედიცინო სიზუსტესა და აქტუალობას. გამოქვეყნების შემდეგ მომხმარებელთა უკუკავშირი და სწავლის შედეგების ანალიზი გვეხმარება გამოვავლინოთ საკითხები, რომლებიც დამატებით გადამოწმებას საჭიროებს.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა
ClinIQ-ის სასწავლო რესურსები ეფუძნება სანდო და აქტუალურ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სამედიცინო ლიტერატურას, პროფესიული სამედიცინო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინებსა და სხვა სამეცნიერო წყაროებს. წყაროების შერჩევა ხდება მათი სანდოობის, აქტუალობისა და კონკრეტულ სასწავლო საკითხთან შესაბამისობის მიხედვით. სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შედარებისა და სინთეზის საფუძველზე იქმნება ClinIQ-ის შესაბამისი სასწავლო რესურსი.


