როგორ მუშაობს პლატფორმა?
ClinIQ ერთ სივრცეში აერთიანებს სწავლის, ცოდნის შემოწმებისა და საკუთარი პროგრესის შეფასების ინსტრუმენტებს.

სამედიცინო განათლების ორი მიმართულება
01
დიპლომისშემდგომი განათლება
მოემზადე დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის, ივარჯიშე სპეციალობების მიხედვით და შეამოწმე საკუთარი მზადყოფნა სიმულაციური ტესტირებით.
შემუშავების ეტაპზეა
02
საბაკალავრო განათლება
ClinIQ-ის განვითარების შემდეგი ეტაპი
დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება
საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი კითხვები ორგანიზებულია სპეციალობების მიხედვით და საშუალებას გაძლევს იმუშაო როგორც კონკრეტულ მიმართულებაზე, ისე სხვადასხვა სპეციალობის კომბინაციაზე.
01
დაგეგმე სწავლა
სწავლის დამგეგმავი გეხმარება განსაზღვრო, რა მოცულობის მასალა გაქვს დასაფარი და როგორ გადაანაწილო ის შენთვის სასურველ დროზე. გეგმის შექმნისას აირჩევ სწავლის პერიოდს, ერთ ან რამდენიმე სპეციალობას და - კითხვებს, ფლეშქარდებს ან ორივეს. შენახვის შემდეგ დაინახავ საერთო დავალებებს, დღიურ სამიზნეს, დარჩენილ დღეებსა და პროგრესს.
ასე შეგიძლია წინასწარ გადაანაწილო სასწავლო დატვირთვა და ყოველდღიურად აკონტროლო, რამდენად მიჰყვები შენს გეგმას.
02
შექმენი შენზე მორგებული ტესტი
აირჩიე ერთი ან რამდენიმე სპეციალობა, გამოიყენე სასურველი ფილტრები და შექმენი შენს მიზანზე მორგებული ტესტი.
ამ გზით შეგიძლია თავიდან გაიარო მხოლოდ შეცდომები, დაუბრუნდე მონიშნულ კითხვებს ან იმუშაო ჯერ კიდევ გამოუყენებელ მასალაზე.
03
ისწავლე ან გამოცადე საკუთარი თავი
აირჩიე შესაბამისი რეჟიმი:
A
სასწავლო რეჟიმი - სწავლისა და საკითხების დეტალურად გააზრებისთვის
თითოეულ კითხვაზე პასუხის შემდეგ მაშინვე დაინახავ, სწორად უპასუხე თუ არა და მიიღებ პასუხების შესაბამის განმარტებებს. ასე კითხვა მხოლოდ ცოდნის შემოწმების საშუალება აღარ არის - ის თავად ხდება სწავლის ნაწილი.
განმარტება მაშინვე
B
დროითი რეჟიმი - გამოცდის პირობებთან უფრო მიახლოებული პრაქტიკისთვის
იმუშავე კითხვებზე განსაზღვრული დროის ფარგლებში, პასუხების პროცესშივე ნახვის გარეშე და შედეგები გააანალიზე ტესტის დასრულების შემდეგ.
გამოცდის სიმულაცია
04
მართე ტესტი სწავლის პროცესში
კითხვებზე მუშაობისას შეგიძლია:
- მონიშნო მნიშვნელოვანი კითხვა;
- დაამატო პირადი ჩანაწერი;
- დროებით შეაჩერო ტესტი და მოგვიანებით გააგრძელო;
- ან დაასრულო ტესტი და ნახო შედეგები.
შენი მონიშნული კითხვები ცალკე ინახება, რათა მარტივად დაუბრუნდე მათ.
05
დაუბრუნდი წინა მცდელობებს
შენი ტესტირების ისტორია ინახება ერთ სივრცეში.
შეგიძლია გადახედო დასრულებულ ან მიმდინარე მცდელობებს, ხელახლა ნახო კითხვები და პასუხები, დაუბრუნდე საკუთარ ჩანაწერებს ან დაამატო ახალი.
06
გაანალიზე პროგრესი
პერსონალური დეშბორდი გაჩვენებს არა მხოლოდ რამდენ კითხვას უპასუხე, არამედ როგორ ნაწილდება შენი შედეგები სპეციალობებისა და კომპეტენციების მიხედვით.
დაინახე, სად ხარ ძლიერი და სად გჭირდება მეტი მუშაობა
შედეგების ანალიზი
ეს ინფორმაცია გეხმარება გამოავლინო ძლიერი მიმართულებები და ის საკითხები, რომლებსაც დამატებითი მუშაობა სჭირდება.
ფლეშქარდები
მალე
ფლეშქარდები დაგეხმარება მნიშვნელოვანი ინფორმაციის აქტიურად გახსენებასა და უკვე ნასწავლი მასალის განმტკიცებაში.
შექმენი საკუთარი ფლეშქარდების სესია
აირჩიე ერთი ან რამდენიმე სპეციალობა და ცოდნის თვითშეფასების მიხედვით განსაზღვრე, რომელ ფლეშქარდებზე გინდა მუშაობა.
სესიის მიმდინარეობისას შეგიძლია მისი შეჩერება და მოგვიანებით გაგრძელება, ან დასრულება.
შეაფასე საკუთარი ცოდნა
თითოეული ფლეშქარდის გავლისას შეაფასებ საკუთარ ცოდნას სამი დონის მიხედვით:
ვიცი
ნაწილობრივ ვიცი
არ ვიცი
ასე მარტივად შეძლებ განსაზღვრო, რომელი მიმართულება გაქვს კარგად ათვისებული და რომელ საკითხებს სჭირდება დამატებითი გამეორება.

