მოხმარების წესები და პირობები
ბოლო განახლება: [თარიღი]
წინამდებარე წესები და პირობები განსაზღვრავს ClinIQ-ის ვებგვერდისა და საგანმანათლებლო პლატფორმის გამოყენების პირობებს. ClinIQ-ზე ანგარიშის შექმნით, მომსახურების შეძენით ან პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს.
1. ClinIQ-ის შესახებ
ClinIQ არის სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია მედიცინის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის და აერთიანებს სასწავლო მასალებს, ტესტებს, კითხვების განმარტებებს, ფლეშქარდებს, კლინიკურ სავარჯიშოებს, სასწავლო ანალიტიკასა და სხვა საგანმანათლებლო რესურსებს.
2. ანგარიშის შექმნა და გამოყენება
ClinIQ-ის მომხმარებლის ანგარიში არის პერსონალური და განკუთვნილია მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის. მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე. დაუშვებელია:
- ანგარიშის, პაროლის ან სხვა ავტორიზაციის მონაცემების სხვა პირისთვის გადაცემა ან გაზიარება;
- ერთი ანგარიშით რამდენიმე პირის მიერ სისტემატური სარგებლობა;
- საკუთარი ანგარიშის გაყიდვა, გაქირავება ან სხვა ფორმით მესამე პირისთვის გადაცემა;
- სხვა მომხმარებლის ანგარიშით პლატფორმაზე წვდომა.
ClinIQ უფლებამოსილია უსაფრთხოების მიზნით გააანალიზოს ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემები და საეჭვო აქტივობის შემთხვევაში მოითხოვოს მომხმარებლის დამატებითი ვერიფიკაცია. წესების დარღვევის დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში ClinIQ-ს შეუძლია დროებით შეზღუდოს ანგარიშზე წვდომა საკითხის შესწავლის პერიოდით, ხოლო დადასტურებული ან განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში - შეწყვიტოს ანგარიშის მოქმედება ამ პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მომსახურება და გამოწერა
ClinIQ-ის გარკვეული რესურსები შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს უფასოდ, ხოლო სრულ ან დამატებით ფუნქციონალზე წვდომა შესაბამისი გამოწერის, ან პაკეტის შეძენის შემდეგ. შეძენამდე მომხმარებელს მიეწოდება ინფორმაცია არჩეული მომსახურების, ღირებულების, მოქმედების ვადისა და სხვა არსებითი პირობების შესახებ.
შეძენილი წვდომა მოქმედებს კონკრეტული პაკეტისთვის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. თუ კონკრეტული შეთავაზებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ავტომატური განახლება, გამოწერა მისი მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ ავტომატურად არ განახლდება.
4. გადახდა
ონლაინ გადახდა ხორციელდება ClinIQ-ზე ხელმისაწვდომი ავტორიზებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საშუალებით. გადახდის დამუშავებასთან დაკავშირებული პირობები ასევე შეიძლება რეგულირდებოდეს შესაბამისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის წესებით.
გადახდასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ClinIQ-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
5. ინტელექტუალური საკუთრება
ClinIQ-ის პლატფორმის დიზაინი, სტრუქტურა და ClinIQ-ის მიერ შექმნილი ან კანონიერად გამოყენებული ორიგინალური საგანმანათლებლო მასალები, მათ შორის ტექსტები, კითხვები და განმარტებები, ფლეშქარდები, კლინიკური შემთხვევები, ილუსტრაციები, გრაფიკული მასალა, ვიდეო/აუდიო მასალა, მონაცემთა ორგანიზება და სხვა შესაბამისი კონტენტი, დაცულია მოქმედი კანონმდებლობით.
მესამე პირების ან საჯარო წყაროების მასალებზე უფლებები ეკუთვნის შესაბამის უფლებათა მფლობელებს. მათი ClinIQ-ის პლატფორმაზე არსებობა არ ნიშნავს, რომ ClinIQ მათზე ავტორობას ან ექსკლუზიურ უფლებას აცხადებს.
ClinIQ-ზე წვდომის შეძენა მომხმარებელს ანიჭებს მხოლოდ შეზღუდულ, პირად და არაკომერციულ უფლებას, გამოიყენოს შესაბამისი რესურსები საკუთარი სწავლისთვის. მომსახურების საფასურის გადახდა არ ნიშნავს კონტენტზე საავტორო ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მომხმარებლისთვის გადაცემას.
6. მასალების კოპირება და გავრცელება
ClinIQ-ის კონტენტი განკუთვნილია მომხმარებლის პირადი სასწავლო გამოყენებისთვის. ClinIQ-ის ან შესაბამისი უფლებათა მფლობელის წინასწარი ნებართვის გარეშე დაუშვებელია დაცული კონტენტის:
- სრული ან არსებითი ნაწილის კოპირება ან მასობრივი ჩამოტვირთვა;
- სხვა ვებგვერდზე, აპლიკაციაში, სასწავლო პლატფორმაზე ან მონაცემთა ბაზაში განთავსება;
- სოციალური ქსელებით, ჯგუფებით, მესენჯერებით, ელფოსტით ან სხვა საშუალებით მესამე პირებისთვის გავრცელება;
- გაყიდვა, ან სხვა კომერციული მიზნით გამოყენება;
- სისტემატურად ფოტოგრაფირება, ეკრანის ჩაწერა ან სკრინშოტების გადაღება;
- ავტომატიზებული საშუალებებით პლატფორმიდან მასალების ამოღება, ან მონაცემთა ბაზის შექმნა;
- ClinIQ-ის პროდუქტის უნებართვოდ გამოყენება კურსის, კითხვების ბანკის ან კომერციული საგანმანათლებლო რესურსის შესაქმნელად.
მასალის შეზღუდული ნაწილის პირადი სასწავლო მიზნებისთვის ამოწერა ან ჩანიშვნა დასაშვებია მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელიც არ იწვევს კონტენტის სისტემატურ რეპროდუცირებას, გავრცელებას ან მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობას და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
7. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმები
ClinIQ უფლებამოსილია საკუთარი სასწავლო რესურსების და მომხმარებელთა ანგარიშების დასაცავად გამოიყენოს გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული მექანიზმები, მათ შორის:
- აქტიური სესიების რაოდენობის გონივრული შეზღუდვა;
- უჩვეულო ან საეჭვო ავტორიზაციისა და გამოყენების გამოვლენა;
- დარღვევასთან დაკავშირებული ტექნიკური მონაცემების შენახვა კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში.
ზემოთ ჩამოთვლილი მექანიზმების გამოყენებისას პერსონალური მონაცემები დამუშავდება ClinIQ-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. წესების დარღვევა
წინამდებარე პირობების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის ანგარიშის გაზიარების ან რესურსების უნებართვოდ გავრცელებისას, ClinIQ-ს შეუძლია დარღვევის სიმძიმის მიხედვით:
- გააფრთხილოს მომხმარებელი;
- დროებით შეზღუდოს ანგარიშზე წვდომა;
- შეწყვიტოს ანგარიშის მოქმედება;
- მოითხოვოს უნებართვოდ გავრცელებული მასალის წაშლა;
არსებითი ან განზრახ დარღვევის შემთხვევაში, განსაკუთრებით ClinIQ-ის რესურსების მასობრივი კოპირების, საჯაროდ გავრცელების ან კომერციული გამოყენებისას, ClinIQ იტოვებს უფლებას დაიცვას საკუთარი კანონიერი ინტერესები შესაბამისი სამართლებრივი საშუალებებით.
9. საგანმანათლებლო დანიშნულება
სამედიცინო პასუხისმგებლობის შეზღუდვა (Disclaimer):
ClinIQ განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს სამედიცინო კონსულტაციას და არ უნდა იქნას გამოყენებული დიაგნოზის დასმის, მკურნალობის შერჩევის ან პროფესიული სამედიცინო დახმარების ჩანაცვლებისთვის.
ClinIQ ცდილობს უზრუნველყოს მასალის სიზუსტე და აქტუალობა, თუმცა კლინიკურ პრაქტიკაში გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მოქმედ პროფესიულ სტანდარტებსა და გაიდლაინებს, ასევე კონკრეტული პაციენტის ინდივიდუალურ კლინიკურ გარემოებებს.
10. პლატფორმის ხელმისაწვდომობა
ClinIQ ცდილობს უზრუნველყოს პლატფორმის სტაბილური და უწყვეტი ფუნქციონირება, თუმცა ტექნიკური სამუშაოების, განახლების, უსაფრთხოების ღონისძიებების ან ClinIQ-ის კონტროლს მიღმა არსებული გარემოებების გამო მომსახურება შესაძლოა დროებით შეიზღუდოს.
ClinIQ უფლებამოსილია განავითაროს, შეცვალოს ან განაახლოს პლატფორმის ფუნქციები და კონტენტი ისე, რომ მომხმარებლის უკვე შეძენილი მომსახურების არსებითი პირობები არ გაუარესდეს.
11. წესებისა და პირობების ცვლილება
ClinIQ-ის განვითარებასთან, ახალი ფუნქციების დამატებასთან ან სამართლებრივი მოთხოვნების ცვლილებასთან ერთად წინამდებარე წესები და პირობები შესაძლოა პერიოდულად განახლდეს. არსებითი ცვლილებების შემთხვევაში მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდება შესაბამისი ფორმით.
მოქმედი ვერსია და მისი ბოლო განახლების თარიღი ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება ClinIQ-ის ვებგვერდზე.
ბოლო განახლება: [თარიღი]

