ფასები

ფასები, გადახდა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა


ClinIQ-ში შეგიძლია აირჩიო შენს მოსამზადებელ პერიოდსა და სასწავლო საჭიროებებზე მორგებული პაკეტი 1, 3 ან 6 თვით.

ClinIQ პაკეტები 1, 3 და 6 თვით

ფასები და პაკეტები


ხელმისაწვდომია

ClinIQ Prep

მოემზადე დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდისთვის - კითხვები დეტალური განმარტებებით.

წვდომარეგულარულისპეციალური
1 თვე60 ₾50 ₾
3 თვე140 ₾120 ₾
6 თვე220 ₾190 ₾

სპეციალური საწყისი ფასი ClinIQ-ის პირველი მომხმარებლებისთვის (თარიღამდე). სპეციალური შეთავაზების დასრულება არ ცვლის უკვე შეძენილი პაკეტის ფასს, მოქმედების პერიოდს ან მის ფარგლებში მიღებულ წვდომას.

  • საგამოცდო კითხვებზე სრული წვდომა
  • პასუხების დეტალური განმარტებები
  • სასწავლო და დროითი რეჟიმები
  • სიმულაციური ტესტირება
  • სწავლის დამგეგმავი
  • პროგრესის ანალიზი
  • მონიშნული კითხვები და ჩანაწერები
  • ტესტირების ისტორია

მალე

ClinIQ Flash

ცოდნის განმტკიცება ფლეშქარდებით. დაემატება მომდევნო ეტაპზე. ClinIQ Flash-ის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც დამოუკიდებლად, ასევე ClinIQ Prep-თან ერთად, ClinIQ Duo-ს ფარგლებში.

წვდომაფასი
1 თვე40 ₾
3 თვე90 ₾
6 თვე140 ₾

ამოქმედებისას, შეზღუდული პერიოდით, ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური საწყისი ფასით.

  • სპეციალობების მიხედვით ორგანიზებული ფლეშქარდები
  • ცოდნის თვითშეფასება
  • ფლეშქარდების სესიების შექმნა
  • პროგრესის ანალიზი

მალე

მალე

ClinIQ Duo

ერთ პაკეტში აერთიანებს ClinIQ Prep-ისა და ClinIQ Flash-ის ყველა რესურსსა და ფუნქციას.

წვდომაფასი
1 თვე80 ₾
3 თვე180 ₾
6 თვე280 ₾

ClinIQ Duo ხელმისაწვდომი გახდება ClinIQ Flash-ის ამოქმედების შემდეგ.

  • ClinIQ Prep-ის ყველა ფუნქცია
  • ClinIQ Flash-ის ყველა ფუნქცია
  • გამოცდისთვის მომზადებისა და ცოდნის განმტკიცებისთვის

მალე

გადადი ClinIQ Duo-ზე


თუ უკვე სარგებლობ ClinIQ Prep პაკეტით, ClinIQ Flash-ის ამოქმედების შემდეგ შეძლებ ფლეშქარდების დამატებას და ClinIQ Duo-ზე გადასვლას. დამატების ფასი დამოკიდებულია ClinIQ Prep-ის მოქმედების დარჩენილ ხანგრძლივობაზე:

დარჩენილი პერიოდიდამატების ღირებულება
1 თვემდე20 ₾
1-დან 3 თვემდე40 ₾
3-დან 6 თვემდე60 ₾

ClinIQ Duo იმოქმედებს შენი არსებული პაკეტის დასრულების თარიღამდე.

მაგალითად: თუ ClinIQ Prep-ზე დარჩენილი გაქვს 2 თვე, ClinIQ Duo-ზე გადასვლა ეღირება 40 ₾ და ორივე პროდუქტზე წვდომა გექნება დარჩენილი 2 თვის განმავლობაში.

გადახდის დადასტურებამდე დაინახავ გადასახდელ თანხასა და ClinIQ Duo-ს მოქმედების დასრულების თარიღს.

3-დღიანი უფასო საცდელი პერიოდი

ClinIQ-ის ახალი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია 3-დღიანი უფასო საცდელი პერიოდი, რათა შეძენამდე შეძლო პლატფორმისა და მისი ფუნქციების გაცნობა.

უფასო საცდელი პერიოდის პირობები:

  • საცდელი პერიოდი ერთი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ერთხელ;
  • იწყება მისი გააქტიურების მომენტიდან და მოქმედებს 3 დღის განმავლობაში;
  • საბანკო ბარათის დამატება არ არის საჭირო;
  • 3 დღის დასრულების შემდეგ უფასო წვდომა ავტომატურად დასრულდება;

სწავლის გასაგრძელებლად თავად ირჩევ და ყიდულობ სასურველ პაკეტს.

პაკეტის მოქმედების პერიოდი


შეძენილი პაკეტი გადახდის წარმატებით დასრულებისთანავე ავტომატურად აქტიურდება და იწყება მოქმედების პერიოდის ათვლა.

პაკეტის მოქმედების პერიოდის დასრულების შემდეგ შესაბამის ფასიან რესურსებზე წვდომა ავტომატურად შეჩერდება. შენი სასწავლო ისტორია, პროგრესი, მონიშნული კითხვები და პირადი ჩანაწერები პაკეტის ვადის გასვლის გამო არ წაიშლება. შესაბამისი პაკეტის ხელახლა შეძენის შემდეგ შეძლებ სწავლის გაგრძელებას შენახული მონაცემებით.

ClinIQ-ის პაკეტები ავტომატურად არ განახლდება და თანხა ავტომატურად არ ჩამოიჭრება. სწავლის გასაგრძელებლად თავად უნდა შეიძინო სასურველი პაკეტი.

გადახდის პირობები


ClinIQ-ის ფასიანი პაკეტების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდების გამოყენებით. გადახდის დადასტურებამდე ყოველთვის დაინახავ:

  • არჩეულ პაკეტს;
  • წვდომის პერიოდს;
  • გადასახდელ საბოლოო თანხას.

გადახდის წარმატებით დასრულების შემდეგ შენს ClinIQ ანგარიშზე გააქტიურდება წვდომა შესაბამის პაკეტზე.

ClinIQ არ ინახავს შენი საბანკო ბარათის მონაცემებს. ბარათით გადახდა ხორციელდება ავტორიზებული გადახდის სისტემის მეშვეობით.

თანხის დაბრუნების პოლიტიკა


ClinIQ-ის ფასიანი პროდუქტის შეძენამდე შეგიძლია ისარგებლო 3-დღიანი უფასო საცდელი პერიოდით და გაეცნო პლატფორმის ფუნქციებს. გადახდის დადასტურებამდე ასევე დაინახავ არჩეულ პაკეტს, მის ფასსა და მოქმედების პერიოდს.

ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში

თუ გადახდა წარმატებით განხორციელდა, მაგრამ ClinIQ-ის მხრიდან არსებული ტექნიკური პრობლემის გამო შეძენილ რესურსებზე წვდომა არ გააქტიურდა და პრობლემა გონივრულ ვადაში ვერ აღმოიფხვრა, თანხის დაბრუნების მოთხოვნით დაგვიკავშირდი ClinIQ-ის მხარდაჭერის არხების საშუალებით. თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, პრობლემის გარემოებებისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.

თანხის განმეორებით ჩამოჭრა

თუ ტექნიკური შეცდომის გამო ერთი და იმავე პაკეტის საფასური განმეორებით ჩამოგეჭრა, დაგვიკავშირდი. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ზედმეტად ჩამოჭრილი თანხა დაგიბრუნდება.

რა შემთხვევაში არ ხდება თანხის დაბრუნება?

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებების შეზღუდვის გარეშე, თანხის დაბრუნების საფუძველს, როგორც წესი, არ წარმოადგენს:

  • მომხმარებლის გადაწყვეტილება, რომ აღარ გააგრძელოს პლატფორმის გამოყენება;
  • შეძენილი პაკეტის სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობა;
  • გამოცდის თარიღის ცვლილება ან გამოცდაზე არგასვლა;
  • მომხმარებლის პირადი გარემოებების ცვლილება;
  • მომხმარებლის ინტერნეტკავშირის ან მოწყობილობის პრობლემა;
  • ClinIQ-ისგან დამოუკიდებელი სხვა ტექნიკური გარემოება.

აღნიშნული პირობები არ ზღუდავს მომხმარებლის უფლებებს, რომლებიც მას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აქვს მინიჭებული.

თანხის დაბრუნების მოთხოვნა

თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში დაგვიკავშირდი ClinIQ-ის მხარდაჭერის არხების საშუალებით. მოთხოვნაში სასურველია მიუთითო:

  • ClinIQ-ზე რეგისტრირებული ელფოსტა;
  • შეძენილი პაკეტი და შეძენის თარიღი;
  • პრობლემის მოკლე აღწერა;
  • საჭიროების შემთხვევაში, გადახდის იდენტიფიცირებისთვის დამატებითი ინფორმაცია.

მოთხოვნის მიღების შემდეგ ClinIQ-ის გუნდი გადაამოწმებს შესაბამის გადახდასა და მოთხოვნის გარემოებებს. თანხის დაბრუნების დამტკიცების შემთხვევაში თანხა, როგორც წესი, დაბრუნდება იმავე გადახდის საშუალებაზე, რომლითაც განხორციელდა თავდაპირველი გადახდა, კანონმდებლობითა და გადახდის სისტემის პირობებით გათვალისწინებულ ვადებში.

ფასებისა და პირობების ცვლილება


ClinIQ-ს შეუძლია მომავალში შეცვალოს:

  • პაკეტების ფასები;
  • პაკეტების შემადგენლობა;
  • პაკეტების მოქმედების ვადები;
  • სპეციალური შეთავაზებები და მათი პირობები.

ახალი ფასები და პირობები გავრცელდება ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებულ ახალ შესყიდვებზე. ფასის შემდგომი ცვლილება არ ცვლის უკვე შეძენილი და მოქმედი პაკეტის ფასს, მოქმედების პერიოდს, ან მის ფარგლებში მომხმარებლისთვის მინიჭებულ წვდომას.

ბოლო განახლება: [თარიღი]

Scroll to Top