კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: [თარიღი]
ClinIQ-ისთვის მომხმარებლის ნდობა და პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, რატომ გვჭირდება ისინი, როგორ ვიყენებთ და ვიცავთ მათ და რა უფლებები გაქვთ თქვენი მონაცემების მიმართ. ClinIQ-ის პლატფორმის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე პოლიტიკას.
1. რა მონაცემებს ვაგროვებთ?
ClinIQ-ის გამოყენებისას შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი და გვარი;
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- ანგარიშის შექმნისა და ავტორიზაციისთვის საჭირო ინფორმაცია;
- არჩეული სასწავლო დონე, კურსი ან გამოწერა;
- პლატფორმაზე სასწავლო აქტივობასთან დაკავშირებული ინფორმაცია - შესრულებული ტესტები, პასუხები, შედეგები, პროგრესი და სხვა სასწავლო სტატისტიკა;
- ტრანზაქციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა გადახდის თანხა, თარიღი, სტატუსი და ტრანზაქციის იდენტიფიკატორი;
- ტექნიკური ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია პლატფორმის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის.
ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა ClinIQ-ის მომსახურების მიწოდებისა და გაუმჯობესებისთვის.
2. რისთვის ვიყენებთ თქვენს მონაცემებს?
პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ იმისთვის, რომ:
- შევქმნათ და ვმართოთ თქვენი ClinIQ ანგარიში;
- მოგაწოდოთ შეძენილი სერვისები და სასწავლო რესურსები;
- შევინახოთ თქვენი სასწავლო პროგრესი და შედეგები;
- მოგაწოდოთ პერსონალიზებული ანალიტიკა და დაგეხმაროთ ძლიერი და გასაუმჯობესებელი მიმართულებების აღმოჩენაში;
- დავამუშაოთ გამოწერასთან და გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
- უზრუნველვყოთ პლატფორმის უსაფრთხოება და ტექნიკური გამართულობა;
- გავაუმჯობესოთ ClinIQ-ის სასწავლო გამოცდილება;
- საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ თქვენს ანგარიშთან ან მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სარეკლამო ან მარკეტინგული კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და მომხმარებლის არჩევანის გათვალისწინებით.
3. ონლაინ გადახდები და საბანკო ბარათის მონაცემები
ClinIQ-ზე ონლაინ გადახდები შესაძლებელია ავტორიზებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მათ შორის, შესაბამისი ბანკის e-commerce სისტემის საშუალებით. ბარათით გადახდისას მომხმარებლის საბარათე მონაცემები მუშავდება შესაბამისი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის უსაფრთხო გადახდის გარემოში.
ClinIQ არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის ნომერს, CVV/CVC უსაფრთხოების კოდს ან ბარათის ავტორიზაციის სხვა კონფიდენციალურ მონაცემებს. ClinIQ-ს შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ ტრანზაქციის მართვისთვის საჭირო ინფორმაცია, მაგალითად, გადახდის სტატუსი, თანხა, თარიღი ან ტრანზაქციის იდენტიფიკატორი.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ მონაცემების დამუშავებაზე ასევე ვრცელდება შესაბამისი პროვაიდერის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების წესები.
4. ვის შეიძლება გადაეცეს მონაცემები?
მონაცემები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ იმ მესამე პირებს, რომელთა მომსახურებაც აუცილებელია პლატფორმის ფუნქციონირებისთვის, მაგალითად:
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერს;
- ჰოსტინგისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მომწოდებლებს;
- ელექტრონული ფოსტისა და სხვა საკომუნიკაციო მომსახურების პროვაიდერებს;
- ანალიტიკური ან უსაფრთხოების მომსახურების მომწოდებლებს.
ასეთ შემთხვევებში მონაცემების გაზიარება შემოიფარგლება იმ მოცულობით, რაც შესაბამისი მომსახურების მისაწოდებლად არის აუცილებელი. მონაცემები ასევე შეიძლება გამჟღავნდეს, თუ ამას საქართველოს კანონმდებლობა ან უფლებამოსილი ორგანოს კანონიერად გამოცემული მოთხოვნა ითვალისწინებს.
5. როგორ ვიცავთ თქვენს მონაცემებს?
ClinIQ იყენებს ტექნიკური უსაფრთხოების შესაბამის ზომებს პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომისგან, დაკარგვისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან სხვა უკანონო დამუშავებისგან დასაცავად. მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებსა და მომსახურების მომწოდებლებს, რომელთათვისაც ეს აუცილებელია შესაბამისი ფუნქციის შესასრულებლად.
6. რამდენ ხანს ვინახავთ მონაცემებს?
პერსონალური მონაცემები ინახება იმ ვადით, რაც საჭიროა ClinIQ-ის მომსახურების მიწოდებისთვის, მომხმარებლის ანგარიშისა და სასწავლო ისტორიის შესანარჩუნებლად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
პაკეტის მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ შენი სასწავლო ისტორია, პროგრესი, მონიშნული კითხვები და პირადი ჩანაწერები არ წაიშლება და შეინახება 5 წლის განმავლობაში, რათა ClinIQ-ზე დაბრუნებისა და პაკეტის ხელახლა შეძენის შემთხვევაში შეძლო სწავლის გაგრძელება შენახული მონაცემებით. 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები წაიშლება, ან საჭიროების შემთხვევაში ანონიმიზდება.
7. თქვენი უფლებები
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში თქვენ გაქვთ უფლება:
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ;
- მოითხოვოთ არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება ან განახლება;
- კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
- ისარგებლოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
8. Cookies და ანალიტიკური ტექნოლოგიები
ClinIQ შესაძლოა იყენებდეს cookies-სა და მსგავს ტექნოლოგიებს პლატფორმის გამართული მუშაობის, უსაფრთხოების, მომხმარებლის პარამეტრების დამახსოვრებისა და პლატფორმის გამოყენების ანალიზისთვის. არასავალდებულო ანალიტიკური ან მარკეტინგული cookies-ის გამოყენების შემთხვევაში მომხმარებელს მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია და, კანონით მოთხოვნილ შემთხვევებში, არჩევანის შესაძლებლობა.
9. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებები
ClinIQ-ის განვითარებასთან, ახალი ფუნქციების დამატებასთან ან სამართლებრივი მოთხოვნების ცვლილებასთან ერთად წინამდებარე პოლიტიკა შესაძლოა პერიოდულად განახლდეს. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ClinIQ-ის ვებგვერდზე და მიეთითება მისი ბოლო განახლების თარიღი.
ბოლო განახლება: [თარიღი]

